Saturday, April 8, 2017

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პროტფოლიო შემოდგომა 

https://drive.google.com/drive/folders/0B_AqF6yqr-tsLXJNS0RjVXhSTTQ?usp=sharing

 ამ ტრენინგმა  ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ დავგეგმო და  გამოვიყენო სასწავლო პროექტები  სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა. ვისწავლე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნა სადაც საშუალება მაქვს გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და მიზნები.
          ამ მოდულმა  მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.გავაანალიზე რომ მთავრი როლი პროექტებით სწავლებისას მოსწავლეს ეკუთვნის მე კი მათთვის მეგზურის როლს ვასრულებ,მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას,არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვენბის გაკეთებას.
             ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ - არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

    ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო . რაზეც ჩვენ ტრენერს  ქალბატონ ნინოს მადლობას ვუხდი.

Sunday, April 2, 2017

მე-8 დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დიფერენცირებული სწავლების მიდგომები გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.გავაკეთე  ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში .გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები მოსწავლის მხარდასაჭერისათვის შევადგინეთ სავარჯიშოები,მოსწავლეებისათვის შევქმენით სავარჯიშოები.

Saturday, April 1, 2017

მე-7დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რუბრიკა

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე ფორმები.-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი დაეხმარება იმ უნარჩვევების გამოყენებას რაც  იცის რაც აქვს.-რუბრიკით მასწავლებელი აფასებს მოსწავლის 21 საუკუნის უნარჩვევებს.

Sunday, March 26, 2017

მე-6 დღე


მიმდინარე მოდულმა დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით  ამ მოდულმა საშუალება მომცა შემექმნა მოსწავლის სავარაუდო ნიმუში, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს თავისი  ცოდნის და უნარების გამოვლენაში ,მოსწავლის ნიმუში მნიშვნელოვანია ყველა პროექტის შექმნისას. 

Sunday, March 12, 2017

მეორე დღე




   ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მასწავლა პროექტის წინასწარ დაგეგმარება, დამანახა, რომ პროექტებით სწავლებით მოსწავლეები იძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მათ განუვითარდებათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები, მოსწავლეები სწავლობენ კეთებით, მოიძიებენ ინფორმაციებს, იღებენ ინფორმაციებს სხვადასხვა გზებით, აკეთებენ ჩანაწერებს დღიურებში, ახარისხებენ ინფორმაციებს და ა.შ.   ეს მეთოდი განავითარებს. მოსწავლეები  უფრო მეტ სიახლეებს შეიძენენ.უფრო მოტივირებულები იქნებიან სწავლის მიმართ.


Saturday, March 11, 2017

პირველი დღე

1.  ბლოგი როგორ შევქმნა
2.   ფაილის შექმნა და მასალების შენახვა
3.  რესურსების გამოყენება



1.
2.